პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს დღეს განიხილავს

პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიციირებული რეზოლუციის პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

რეზოლუციის 13-პუნქტიანი პროექტი მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.

ამასთან, დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები