კორონავირუსს საქართველოში კიდევ 15 მოქალაქე ემსხვერპლა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 944 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 635 975 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 588 829, გარდაიცვალა 16 569 პაციენტი.