ავსტრალიამ 33 რუს ოლიგარქს, მათ შორის, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა

ავსტრალიის მთავრობამ კიდევ 33 რუს ოლიგარქსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ ავსტრალიაში შესვლა და ქვეყანაში არსებული მათი საბანკო აქტივები გაიყინება.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, ალექსეი მორდაშოვი, ალექსეი მილერი, სერგეი ივანოვი, იგორ შუვალოვი მეუღლესა და ორ ზრდასრულ შვილთან ერთად, ასევე, მათი უახლოესი ნათესავები. პუტინი და მასთან დაახლოებული პირები. ბორის და არკადი როტენბერგების ზრდასრული შვილები და პირველის ცოლი, იგორ სეჩინისა და ნიკოლაი პატრუშევის ვაჟები, ევგენი პრიგოჟინის ცოლი და ორი შვილი.

“გავაგრძელებთ ახლო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა დიდი ფასი დავუწესოთ რუსეთს მისი ქმედებებისთვის,” – აღნიშნულია ავსტრალიის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები