„ჩვენ სიკეთის მხარეს ვართ“ – ქართველი ხელოვანების საქველმოქმედო გამოფენა

სალომე ქურდაძე -„უსათაურო“

ქართველმა ახალგაზრდა  ხელოვანებმა საოცრად დაძაბულ გარემოში და მოკლე დროში შექმნეს უკრაინის მოვლენებზე ნამუშევრები და N9 გალერეის სივრცეში წარმოადგინეს,  საქველმოქმედო გამოფენის სახით – 12 მარტამდე.

თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინულ ორგანიზაციაში.

საქველმოქმედო გამოფენა „ნანატრი მშვიდობისთვის” არის ქართველი თანამედროვე ხელოვანების გამოხმაურება უკრაინაში განვითარებულ ბოროტებასთან დაკავშირებით.
„Ჩვენ, ხელოვანებს, არ შეგვიწყვეტია ოცნება და ბრძოლა მშვიდობისთვის. Მიმდინარე აბსურდით დათრგუნულებმა გადავწყვიტეთ, რომ თქვენთვის გადმოგვეცა ჩვენი ემოციები და იმედი, რომ ჩვენ სიკეთის მხარეს ვართ და სიკეთე კიდევ ჩვენს მხარეს არის. Ჩვენ გამოსავალს მხოლოდ მოქმედებაში და ღირსების შენარჩუნებაში ვხედავთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კურატორი: ანა დედაბრიშვილი.
გთავაზობთ ამ ნამუშევრების ნაწილს:
ანა დედაბრიშვილი – „ერთად ბოროტების წინააღმდეგ“ (მთავარი ფოტო)

„რვა მარტი“ – გემა (ანა გემაზაშვილი)
„!!!“ – გემა (ანა გემაზაშვილი) 
„მშვიდობა“ – ქეთი მატაბელი 
„ნანატრი მშვიდობა“ – ხათუნა თაბაგარი  
„უსათაურო“ – სალომე ქურდაძე 

 

„უსათაურო“ – მარიამ ბაბუნაშვილი
„უკრაინის ფერები“ – ანა დედაბრიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები