„ასპინძას მიდის მეფე ერეკლე“ – ანა კალანდაძის გარდაცვალების დღე
2008 წლის 11 მარტი ანა კალანდაძის გარდაცვალების დღეა.
ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა 1941 წელს ქუთაისში დაამთავრა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით.
1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.
ეს წოდება 1973 წელს, ინსტიტუტის გადაწყვეტილებით, სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
ასპინძას მიდის მეფე ერეკლე