აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის შეერთებულ შტატებში იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ CNN იუწყება.

კანონპროექტში ასევე გაწერილია ნაბიჯები რუსეთის როლის გადახედვის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მაგნიტსკის აქტის ხელახალი დამტკიცების თაობაზე, რათა გააძლიერონ სანქციები რუსეთზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო.

“ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ რუსეთიდან იმპორტის აკრძალვაზე. ძალიან მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტმა ეს გააკეთა”, – განაცხადა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

კანონპროექტს 417-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 17 წინააღმდეგ წავიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები