9 მარტი რეზო ჩხიკვიშვილის დაბადების დღეა

9 მარტი მსახიობ  რეზო ჩხიკვიშვილის დაბადების დღეა.  მას 65 წელი  შეუსრულდა.
დაიბადა თბილისში,1957 წლის 9 მარტს.  სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტში, რეჟისორ ლილი იოსელიანის ჯგუფში
პირველი როლი რუსთავის თეატრში შეასრულა – კოკა მხეიძის გმირი სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.
1978 წელს რეზო ჩხიკვიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ანზორ ქუთათელაძის მიწვევით უკვე ოფიციალურად გახდა რუსთავის თეატრის მსახიობი. 1980 წლიდან უკვე მარჯანიშვილის თეატრშია. თეატრის პარალელურად მონაწილეობდა კინოფილმებში: „მე დავბრუნდები“ (1980); „წიგნი ფიცისა“ (1980); „მსურს გავერკვე“ (აზერბაიჯანი, 1981); „პერპეტუმ–მობილე“ (გერმანია, 1981–82); „ანდერძი“ (1883); „ღამის ილუზია“ (1984); „ქართველები ცაში“ (1985); „ცხოვრება ლენინზე“ (მოსფილმი, 1986-1987); „მერცხლები“ (1988); „ხსოვნა“ (1989 წ.); „კედელი“ (1989); „პრემიერა“ (1991 წ.); „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“ (1991); ტელეფილმებსა და ტელესერიალებში: „თეთრი კურდღელი“ (1981); „ვაზის ყვავილობა“ (1982) და სხვა.
რეზო ჩხიკვიშვილი საქართველოში ცამეტი წელი მოღვაწეობდა. ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს,თუმცა სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია – მსახიობი საქართველოში ხშირად ჩამოდის. მან ითამაშა ფილმებში: „მომყიდეთ ქმარი“ (1999); „27 დრაკონი“ (2003); „ყავა და ლუდი“ (2006). ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში „ექვთიმე ღვთისკაცი“ განასახიერებს ექვთიმე თაყაიშვილს.
არის საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990), საქართველოს კომკავშირის (1980) და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი (1989).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები