ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლაზე წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა და პანიკის დათესვა არასწორი ტაქტიკაა

“საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლაზე წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა და პანიკის დათესვა არასწორი ტაქტიკაა, რომელსაც სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თემით სპეკულირება ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება.

„რაც შეეხება ამ მიმართულებით საფრთხეებს, რომელიც შეიძლება ზოგადად ქვეყანას გააჩნდეს, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხი გაგვცა, რომ ეს არის მუდმივი მონიტორინგისა და ფართო ოპერატიული მუშაობის საგანი სამართალდამცავების მხრიდან. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ამ თემით სპეკულირება იმ მიზნებს ემსახურება, რასაც ქართული ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევა და შექმნილ ვითარებას საკუთარი ვიწროპარტიული დღის წესრიგის შესასრულებლად იყენებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები