ხელოვნების სასახლის კოლექციები მსოფლიოს უდიდესმა Google-ის კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ პლატფორმაზე განათავსა

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში დაცული უნიკალური კოლექციები მსოფლიოს უდიდესმა Google-ის კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ პლატფორმაზე განათავსა და ქართულ ეროვნულ სამოსს დიდი ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ამიერიდან, Google-ის პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული საგანძურის უნიკალური ნიმუშები, მათ შორის ქართული ნაბადი და ბრწყინვალე თავადური ახალუხი, უძველესი ხავერდისაგან შეკერილი სამეფო სამოსი, ოქრომკედით დამშვენებული კაბები, ფილმიდან „ქეთო და კოტე“ თავადი ლევანის, ასევე ჭაბუა ამირეჯიბის და დიდი ქორეოგრაფის, დავით ჯავრიშვილის ბრწყინვალე ჩოხები.
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების Google-ის კულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორია. მუზეუმში დაცულ ეროვნულ სამოსს კი ინსტიტუციამ მეორე დიდი გამოფენა მიუძღვნა.

ვირტუალური გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია ბმულზე:
https://artsandculture.google.com/story/georgian-attire-reflection-of-political-climate/KwWxxafune2BYw?fbclid=IwAR3kcZtYO-qdBcKZBkEVWhmBeNeFAalND_2IP7lIoEKMHh_JU9AM37kuI1k

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები