პაპუაშვილი: პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 14 მარტს წარდგება
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 14 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ კი, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციების თავმჯდომარეები დაიკავებენ.
სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს. გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ, პლენარული სხდომა დაიხურება. პრეზიდენტის გამოსვლის დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.