თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, ადგილობრივების თქმით, მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსიდან ასაკოვანი ქალის უვნებლად გამოყვანა შეძლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები