გოგი დოლიძის გარდაცვალების დღე და რიონის პირას გადაღებული ფოტო

დღეს მომღერალ  გიორგი (გოგი) დოლიძის გარდაცვალების დღეა. დაიბადა 1954 წლის 5 სექტემბერს, გარდაიცვალა 1996 წლის 8 მარტს. ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში პროფესორი ილია ფერაძე ავრცელებს.
„დღეს, ჩვენი გოგი დოლიძის გარდაცვალების დღეა! ეს ფოტო გადაღებულია 1984 წელს, ჭყვიშში, რიონის პირას მდგარ „არგოს” ფონზე: გოგი, მე და პაატა ნაცვლიშვილი. ნათელში იყოს მისი ლამაზი სული“… – წერს ილია ფერაძე.

სურათზე: პაატა ნაცვლიშვილი, ილია ფერაძე, გოგი დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები