დონალდ ტუსკი: ბრიტანეთმა 50 ვიზა მისცა უკრაინელებს, პოლონეთმა კი 1,2 მლნ მიიღო – სოლიდარობა მოქმედებებში გამოიხატება
პოლონელი პოლიტიკოსი და ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას “ტვიტერში” ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სოლიდარობა მოქმედებებში გამოიხატება და არა – საუბარში.
“სოლიდარობა მოქმედებებში გამოიხატება. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა მისცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს. “ჩვენ გულუხვები ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან გულუხვები ვართ”, – ამბობს ბორის ჯონსონი”, – წერს ტუსკი “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა 2 მილიონამდე მოქალაქემ დატოვა და მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი.