ხარკოვში რუსი გენერალი მოკლეს
უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც რამდენიმე დღეა – ბრძოლები მიმდინარეობს, რუსი გენერალ-მაიორი, ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის ფედერაციის 41-ე არმიის გენერალ მაიორი ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთის მეორე ომში, სირიის სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.