დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინიდან ჩასული ლტოლვილებისთვის გამარტივებულ სავიზო რეჟიმს არ დააწესებს.
ჯონსონის განმარტებით, დიდი ბრიტანეთი “ძალიან დიდსულოვანი ქვეყანაა”, მაგრამ სურს, ყველა იმ პირის შემოწმება განაგრძოს, ვინც ქვეყანაში შედის.
„ჩვენ ძალიან, ძალიან დიდსულოვანი ქვეყანა ვართ, რაც ჩვენ გვსურს, ეს არის კონტროლი და ჩვენ გვინდა, შემოწმების საშუალება გვქონდეს.
რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ, ეს არის ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ხალხს დიდ ბრიტანეთში სრულიად შეუმოწმებლად და უკონტროლოდ შეეძლება შემოსვლა. ვფიქრობ, ეს მართებული მიდგომაა“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.