უკრაინის მხარდასაჭერად – სარვამარტო საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება
8 მარტს 17:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით, ქალთა ნამუშევრების საგაზაფხულო საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა უკრაინის მხარდასაჭერად ეწყობა და 15 მარტამდე გაგრძელდება.
მის: კალისტრატე ქუთათელაძის №6 გალერეა „ოპიზარი“.