უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების მესამე რაუნდისკენ მიემართებიან

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების მესამე რაუნდისკენ უკვე გაემართნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, დავით არახამია ავრცელებს.

არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დღეს, 7 მარტს, უკრაინის დროით 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს შედგა. შეხვედრაზე მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები