გურამ მაჭარაშვილი: პარლამენტი რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ევროკავშირს სთხოვს, დაჩქარდეს ის პროცესები, რაც ქვეყნის წევრობის კანდიდატად მიღებას ეხება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პარლამენტი რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს სთხოვს, დაჩქარდეს ის პროცესები, რაც ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღებას ეხება.

„პარლამენტის წევრებმა დააინიცირეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს ეხება. რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც უკვე ნაცვლად 2024 წლისა განაცხადი ევროკავშირში უკვე გაიგზავნა. შესაბამისად, პარლამენტი ამ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში უკვე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს სთხოვს, დაჩქარდეს ის პროცესები, რაც ქვეყნის ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღებას ეხება და შემდეგ იქნება უკვე იმ პირობების შესრულება, რომლის შემდგომაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები