რუსეთმა სარაკეტო იერიში ვინიციას რაიონზე მიიტანა

ვინიციას რაიონში რუსეთის რაკეტა სამხედრო ობიექტს მოხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის სახელმწიფოს რაიონული ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ბორზოვი ავრცელებს.

„გავრიშევკა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სამხედრო ობიექტზე“, – ამბობს ბორზოვი.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, იერიში მიტანილია ადგილობრივ აეროპორტზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები