ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს და მარიუპოლიდან ევაკუაცია ჩაშალეს

რუსულმა მხარემ დაარღვია „მწვანე დერეფნის“ შეთანხმება მარიუპოლში და სროლა დაიწყო, ევაკუაცია გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.

„იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა მხარემ არ შეინარჩუნა სიჩუმის რეჟიმი და განაგრძო სროლა როგორც თავად მარიუპოლში, ისე მის შემოგარენში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია გადაიდო!!“, – განაცხადეს ქალაქის საბჭოში.

დამატებით ინფორმაციას მოსახლეობას ადგილობრივი პოლიცია მიაწვდის.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები