უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვმა მთელ მსოფლიოს თხოვნით მიმართა, დახურონ ცა უკრაინის თავზე. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„მთელ ევროპას ესმის, რომ ისინი უკრაინას დახმარებას იმიტომ უგზავნიან, რომ ასობით ათასი უკრაინელი საკუთარი, ახლობლების და ბავშვების სიცოცხლის ფასადაც კი ცდილობს შეაკავოს აგრესორი სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე შეჭრისგან. მიუხედავად ამისა, NATO ამ დროს უარს აცხადებს უკრაინის თავზე ცის დახურვაზე. არგუმენტები როგორიცაა მკვლელობა, საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, სამშობიარო სახლებისა და ბაღების დაბომბვა და ევროპული ერის განადგურება 21 -ე საუკუნეში არ არის საკმარისი… გამაფრთხილებელი სანქციები არ იქნა გამოყენებული. ყველა ახლა შორიდან გვაკვირდება, ტელევიზორით, სადამდე მიგვიყვანს ეს რხევები. ბირთვულ კატასტროფაზე შორიდან დაკვირვება არ მოხერხდება.
თქვენი არგუმენტები იმის შესახებ, რომ ამჟამინდელი უარი A2/AD შემოღების შესახებ დაკავშირებულია იმასთან, რომ NATO ცდილობს თავი აარიდოს ბირთვულ ომს, არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან რუსეთმა ის უკვე დაიწყო. ისტორიის გაკვეთილები ძალიან რთულია, მაგრამ ეს უნდა გვესწავლა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ეიზენჰაუერს ევროპისთვის მხარი უფრო ადრე რომ დაეჭირა, აშშ-ის პერლჰარბორი არ ექნებოდა. თუკი მსოფლიო ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ასეთივე სანქციებს შემოიღებდნენ, სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყებოდა“,- აღნიშნა რეზნიკოვმა.