რეზნიკოვი: რუსეთის სამხედრო რესურსი უკრაინაში იწურება, შემდეგ იქნება ლოჯისტიკური კოლაფსი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი თვლის, რომ მტრის სამხედრო რესურსი უკრაინაში იწურება და ოკუპანტის ლოჯისტიკურ კოლაფსს პროგნოზირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ტერორისტთან გამკლავების მეათე დღეა. შეიარაღებული ძალების, გვარდიელების, მესაზღვრეების, მაშველების, სხვა სამხედრო სტრუქტურების მებრძოლების, ყველა უკრაინელის, რომელიც გმირულად იბრძვის სიმამაცის 10 დღეა. მთელი ჩვენი ერის წყალობით, კრემლის გეგმა ორ დღეში დაიპყროს უკრაინელები, დაიპყროს დიდი ქალაქები, ჩამოაგდოს ხელისუფლება და შეუერთოს უკრაინა რუსეთს – ჩაფლავდა“,- წერს რეზნიკოვი.
მისი თქმით, მტერი სხვადასხვა ტერიტორიაზე მიიწევს, მაგრამ აკონტროლებს მხოლოდ მცირე ნაწილს.
„მტრის ღერძული შემადგენლობის დანაკარგები იზრდება. მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია. ის არ იყო და არც არის. საოკუპაციო ძალების მორალური და საბრძოლო მდგომარეობა ნულის ქვემოთაა.
უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება, იქნება ლოჯისტიკური კოლაფსი“,- აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.