პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, რამდენიმე დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება იძულებული გახდა, დახურულიყო მას შემდეგ, რაც კრემლის მიერ წოდებულ ,,სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში”, შეჭრა ან ომი უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები