Reuters: ევროპაში მასობრივად ყიდულობენ “რადიაციის საწინააღმდეგო” პრეპარატებს

Reuters-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური დაბომბეს და მასზე კონტროლი დაიკავეს, ჩეხეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში მოქალაქეებმა კალიუმის იოდიდისა და იოდის მაღალი შემცველობის სხვა პრეპარატების მასობრივად შეძენა დაიწყეს.

ეს პრეპარატები გამოიყენება რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში, ორგანიზმის დასხივების თავიდან ასაცილებლად.

ჟურნალისტების თქმით, ბოლო კვირაში ბულგარეთში იმდენივე იოდის პრეპარატი გაიყიდა, რამდენიც ჩვეულებრივ მთელი წლის განმავლობაში იყიდება. იგივე ხდება პოლონეთსა და ჩეხეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები