სალომე ზურაბიშვილი: პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა, ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას

პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა, ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ვლადიმერ პუტინი მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია.

“ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე – როგორც მოლდოვამ და მანამდე უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ტრიო ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან. ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა, ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ნიშნავს უფლებას, რომ ქვეყნები მოკავშირეებს და სასურველ სამხედრო ალიანსებს შეუერთდნენ.

ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის იზოლირებულია, არავის შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის შეხედულებებზე ან აზრი შეაცვლევინოს, ახლა ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ცხადია, ზოგიერთი ქვეყანა არ ეწინააღმდეგება, თუმცა, მათაც კი რუსეთის კურსი არ მოსწონთ, ანუ ის მარტოა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები