იენს სტოლტენბერგი: ბირთვულ სადგურზე თავდასხმა რუსეთის თავზეხელაღებულობის დემონსტრირებაა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.

“ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე და შეტევას ბირთვულ სადგურზე, რაც რუსეთის თავზეხელაღებულობის დემონსტრირებაა. მოვითხოვთ, რუსეთმა გამოიყვანოს ძალები და და ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში. NATO-ს მოკავშირეებმა განახორციელეს უპრეცედენტო სანქციები, ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას. NATO გახლავთ თავდაცვის ალიანსი, ჩვენ არ ვეძებთ ომს რუსეთთან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ NATO მზად არის მოკავშირეების დასაცავად.

“ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები, ეს არის ჩვენი თავდაცვითი პოზიცია და მე მივესალმები აშშ-ის ვალდებულებას, რომ ამერიკის ჯარები იყოს გადმოსროლილი. მე მივესალმები ევროპელ მოკავშირეებს და მათ უფრო მეტად წარმოდგენას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს არის დემონსტრირება, რომ აშშ სტრატეგიულად გვიდგას გვერდზე,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები