საქართველოში ბოლო 24 საათში 32 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 32 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 790 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის 1 620 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 539 413, გარდაიცვალა 16 306 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები