დავით ზალკალიანი: მივესალმები მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის შესახებ, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„მივესალმები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის შესახებ, რაც წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ გაბედულ ნაბიჯს”, – წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები