უკრაინამ რომის პაპს თხოვნით მიმართა, დაელაპარაკოს პუტინს, რათა დაუშვას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნები

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინამ რომის პაპს თხოვნით მიმართა – დაელაპარაკოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული დერეფნების დაშვების შესახებ.

„იმედი მაქვს, მათ შორის საუბარი გაიმართება“, – განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მე-7 დღეა  ომია. რუსეთის შეიარაღებული ძალები, სამხედრო ობიექტებთან ერთად, დასახლებულ პუნქტებს ბომბავს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები