საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან რუმინეთსა და სლოვაკეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან რუმინეთსა და სლოვაკეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს საელჩო რუმინეთში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან რუმინეთში ცდილობენ გადასვლას.

რუმინეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზია +40743232292, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. რუმინეთის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან მიმავალ, რუმინეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს, არ ეხებათ არც კოვიდვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება. სასაზღვრო პუნქტებზე არსებული დატვირთულობის შემოწმება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რუმინეთის სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე: https://www.politiadefrontiera.ro/ro/traficonline/?vt=2

პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს “დასაბრუნებელ მოწმობას”, რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, უკრაინიდან რუმინეთში შემსვლელთათვის შექმნილია რუმინული პლატფორმა: https://dopomoha.ro/en

რაც შეეხება სლოვაკეთს, საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან სლოვაკეთში ცდილობენ გადასვლას. სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +421 918663008, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. სლოვაკეთში უკრაინიდან საზღვრის კვეთა შესაძლებელია ყველასთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. სასურველია მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სლოვაკეთმა გაამარტივა უკრაინიდან საზღვრის კვეთის პროცედურები და დაზიანებული ან ვადაგასული პასპორტითაც უშვებს მოქალაქეებს. მეტიც, გამონაკლისის სახით საქართველოს მოქალაქეებს უკრაინიდან უშვებს სლოვაკეთში საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობით. უკრაინიდან მომავალ, სლოვაკეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს არ ეხებათ არც კოვიდვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება. სლოვაკეთის სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, გაზრდილი ნაკადის გამო, მოქალაქეებს საკმაოდ დიდი ხანი უწევთ საზღვრის უკრაინის მხარეს ლოდინი დაახლოებით 10-12 საათი. სლოვაკეთი მაქსიმალურად ცდილობს შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოატაროს მოქალაქეები სლოვაკეთის საზღვარზე. სლოვაკეთმა აამუშავა სპეციალური ვებგვერდი, უკრაინულ, სლოვაკურ და ინგლისურ ენებზე, სადაც მოცემულია ყველა საჭირო ინფორმაცია, რეგულაცია და უწყებების საკონტაქტო მონაცემები: www.ua.gov.sk“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები