უკრაინის საელჩო საქართველოში: ელჩის კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება
საქართველოში უკრაინის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ მედიაში უკრაინის ელჩის კომენტარი დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.
„საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას სჭირდება ყოვლისმომცველი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. ამ ფონზე, მედიაში ვრცელდება კონტექსტიდან ამოგლეჯილი/მანიპულაციური ხასიათის მასალა, რომელიც ცვლის ინფორმაციის შინაარსს”, – ნათქვამია განცხადებაში.