დავით ზალკალიანი: დმიტრო კულებასთან საუბარში ჩემი გაკვირვება კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ამ სიტუაციაში ელჩის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად მივიჩნევ

საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში ორი ქვეყნის პირველ დიპლომატს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ამ კომუნიკაციის შემდეგ საქართველოში უკრაინის ელჩი მალე დაბრუნდება და მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

„ჩვენი კომუნიკაცია შედგა გუშინ გვიან ღამე. ბუნებრივია, ჩემი გაკვირვება მასთან საუბარში კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება მივიჩნიე ნაჩქარევად და გარკვეულწილად ემოციურად და მე მას ვთხოვე, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გააანალიზონ, თუ რა განწყობებს და ასოციაციებს გამოიწვევდა ეს ჩვენს საზოგადოებაში და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მე მაქვს განცდა, რომ მას სრული გაგება აქვს ამის და ეს ჩვენი გუშინდელი კომუნიკაცია გარკვეულწილად იმედს მისახავს, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა მოწესრიგდეს ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება და იმედი მაქვს, რომ ელჩი მალე დაბრუნდება და გააგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები