სოზარ სუბარი: გონჩარენკოს ერთი მიზანი აქვს, რომ ამ კონფლიქტში როგორმე საქართველოც ჩაითრიოს

გონჩარენკოს ერთი მიზანი აქვს, როგორმე საქართველო ამ კონფლიქტში ჩაითრიოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას.

მისი თქმით, გონჩარენკო არის პროვოკატორი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა პრორუსული პარტიის რიგებში დაიწყო.

„გონჩარენკო არის პროვოკატორი, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო პრორუსული პარტიის რიგებში მსახურებით, მთელი მისი პოლიტიკა იყო რუსეთის ინტერესების გატარება უკრაინაში. მას ბრალს სდებდნენ უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. გონჩარენკოს აქვს ერთი მიზანი, როგორმე, საქართველო ჩაითრიოს ამ კონფლიქტში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები