ნიკოლოზ სამხარაძე: უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მაქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას რამენაირად მივატოვებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას რომ უკრაინას საქართველოს მხარდაჭერა არ ექნება.
„თავად უკრაინის ელჩმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განცხადება გააკეთა, რომ აქ არაფერი პოლიტიკური არ არის და, უბრალოდ, კიევში ჩადის, ასეთი შინაარსის განცხადება იყო. ჩვენთვის არსებობს კითხვის ნიშნები უკრაინაში გაწვევაზე – უკრაინას ელჩი არ გაუწვევია მინსკიდან, იმ ქვეყნიდან, საიდანაც შეიჭრნენ რუსული ჯარები და იბომბებოდა უკრაინა. არანაირი ეჭვები არ მაქვს, მაქვს კითხვის ნიშნები, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინას რამენაირად მივატოვებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.