საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წლიური ინფლაციის მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჯგუფში – საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი მატება.
“2022 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (34.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური წვენები (23.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.8 პროცენტი),
თევზეული (18.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.6
პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (11.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.4 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი
მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.4 პროცენტი), წყალმომარაგება და
საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის
მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის
ფაქტობრივ გადასახადზე (-2.9 პროცენტი)”, – ნათქვამია ანგარიშში.