დავით სერგეენკო – „დრო უტყუარად მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს, ვინ იყო აგრესორი, ვინ იყო თავისი სამშობლოს დამცველი, ვინ იყო პრაგმატული და ვინ ცდილობდა, გამოეყენებინა ომი პირადი თუ პოლიტიკური მიზნებისათვის”
„ზოგადად, ნებისმიერ ვითარებაში, ომი იქნება, თუ მშვიდობა, რაციონალობა და პრაგმატულობა, ძალიან კარგია, გეხმარება სწორი გადაწყეტილებების მიღებაში და ამ გადაწყვეტილებების შესრულებაში, თუმცა, ყველას და ყოველთვის არ შეუძლია ამის გაკეთება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“მე არ შემიძლია, ვიყო რაციონალური და პრაგმატული, როდესაც საკითხი უკრაინას ეხება იმიტომ, რომ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და ის, რაც სტკივა მათ, ზუსტად ისე მტკივა მეც, უბრალოდ არ შემიძლია ვიყო პრაგმატული, რადგან იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიღუპა უკვე 16 ბავშვი, დრო უტყუარად მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს, ვინ იყო აგრესორი, ვინ იყო თავისი სამშობლოს დამცველი, ვინ იყო პრაგმატული და ვინ ცდილობდა გამოეყენებინა ომი პირადი, თუ პოლიტიკური მიზნებისათვის, თუმცა ამას დრო დასჭირდება, ეს დრო კი ჩვენ არ გვაქვს, მე პირობას გაძლევთ, თუნდაც იმისთვის, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი, საქმიანი კონკრეტული ნაბიჯით გავაკეთოთ, ჰუმანიტარული დახმარების მობილიზაციით, გადაუდებელი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზებით და გაგზავნით, ამიტომ, დრო სანამ ადგილს მიუჩენს, ვეცადოთ, რომ ყველა ვიყოთ პრაგმატულები, თუმცა, მე ამის პირობას ვერ მოგცემთ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ღმერთი ფარავდეს უკრაინას”, – განაცხადა სერგეენკომ.