“რუსული ჯარი დემორალიზებული და დაღლილია” – კიევის გარღვევა ვერც გასულ ღამეს მოხერხდა

რუსმა ოკუპანტებმა კიევის დაცვის გარღვევა ვერც გასულ ღამეს შეძლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების ინფორმაციით, რუსული ჯარების კოლონები ცდილობდნენ დედაქალაქის გარეუბანში შეჭრას.

აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგის ძალების ყველა მოძრაობა კონტროლის ქვეშ იყო და დროული გადაწყვეტილებები იყო მიღებული.

ამჟამად, დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

“რუსეთის საოკუპაციო ჯარების ყველა მცდელობა მიზნის მისაღწევად, ჩაიშალა. განადგურდა დამპყრობლის ტექნიკა. მტერმა პერსონალის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. რუსული ჯარი დემორალიზებული და დაღლილია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია საკუთარი სახლის დაცვა  დაუპატიჟებელი სტუმრებისგან”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, რომელიც კიევის თავდაცვას ხელძღვანელობს, გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსანდრე სირსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები