ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ქცევა ამ საათებში არის კარგი ინდიკატორი იმის მისახვედრად, თუ რა ხდება უკრაინის ფრონტზე
“რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ქცევა ამ საათებში არის კარგი ინდიკატორი იმის მისახვედრად, თუ რა ხდება უკრაინის ფრონტზე”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
“მათ ვერავინ დაასწრებდა გამარჯვების და აღებული ქალაქების კადრების ფართოდ დემონსტრირებას. რაკი ასეთი კადრები ჯერჯერობით არ ჩანს, შესაბამისად, არ არის სამხედრო წარმატებებიც. ამიტომ ცდილობენ, ეს ყოველივე გადაფარონ პროპაგანდისტული კლიშეებით და რეტროსპექტული “ანალიზებით”, – წერს ანჯაფარიძე.