მაკრონი მზადაა, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მზადაა, რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს. მაკრონის თქმით, პუტინმა ომი შეგნებულად აირჩია, როცა მოლაპარაკება ჯერ ისევ შესაძლებელი იყო.
“ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობაა, უპირველეს ყოვლისა, გამოვიყენო ასეთი ინიციატივები, როცა ამას მოითხოვს უკრაინა. გმობისას, სანქციების დროს, გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების გაგრძელებისას, დავტოვო ეს გზა ღია, რათა იმ დღეს, როცა პირობები შეიძლება, დაკმაყოფილდეს, ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უკრაინელი ხალხისთვის”, – თქვა მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.