პესკოვი: რუსეთის მიზანი უკრაინის სამხედრო პოტენციალის განეიტრალებაა

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი არა უკრაინის ოკუპაცია, არამედ მისი “სამხედრო პოტენციალის განეიტრალებაა”.

მისივე მტკიცებით, უკრაინაზე თავდასხმა “მხოლოდ ეროვნული ინტერესებითა და მომავალზე შფოთვით იყო განპირობებული”.

“ეს არის ერთადერთი მიზანი. არავინ საუბრობს ოკუპაციაზე, ეს სიტყვა აქ არ ვრცელდება. რუსეთის მიზანია უკრაინის სამხედრო პოტენციალის განეიტრალება”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები