ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.