დღეს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სარეპეტიციო სივრციდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შესრულდება

24 თებერვალს, 17 საათზე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს და უკრაინის ჰიმნებს შეასრულებს. ინფორმაციას ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს.
„დღეს, 5 საათზე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სარეპეტიციო სივრციდან უკრაინელი ხალხის, ჩვენი კოლეგების, მეგობრების და მათი სუვერენული სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოსახატავად, შევასრულებთ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს.
უკვე შემოგვიერთდა უკრაინელების უსაყვარლესი არტისტი ნინო ქათამაძე და ჩემს კოლეგებს შორის, ვისაც ექნება დრო და სურვილი, ამ პატარა, მაგრამ გულიან აქციას შემოუერთდეს, შეუძლია, გვეწვიოს აღმაშენებლის 182-ში (ყოფილი მუსკომედიის და ამჟამად საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა).
პატივისცემით, ნიკოლოზ რაჭველი
მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინას!

P.S. ირაკლი ჩოლოყაშვილი ერთი კვირის წინ შემომთავაზა ჰიმნების შესრულების იდეა და აი, დადგა ის საზარელი დღე, როდესაც ასეთი მიზეზით გვიწევს თავმოყრა და დაკვრა“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები