ბექა დავითულიანი: განცხადებები გამოაქვეყნა როგორც პრემიერმა, ისე – პარლამენტის თავმჯდომარემ, თუ დავაცდით, რომ იმუშაონ, იმიტომ, რომ ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილებები მიიღონ, ეს იქნება მნიშვნელოვანი

“განცხადებები “ტვიტერზე” გამოაქვეყნა როგორც პრემიერმინისტრმა, ისე – პარლამენტის თავმჯდომარემ, თუ დავაცდით, რომ იმუშაონ, იმიტომ, რომ ძალიან ფრთხილი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტების კითხვას – “უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით რატომ არ კეთდება მმართველ გუნდში განცხადებები”.

მისივე თქმით, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ადამიანების უფლებების დაცვა – ყველა მიმართულებით მსჯელობა მიმდინარეობს.

“უნდა ვიფიქროთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც არიან უკრაინაში, რომ მათი უსაფრთხოების დაცვა და შეძლებისდაგვარად გამოყვანაც მოხდეს, რომ მათ იგრძნონ თავი უსაფრთხოდ. ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც დღეს საქართველოში არიან, ტურისტული თუ სხვა მიზნებით, იყვნენ უზრუნველყოფილი მინიმალური საჭიროებებით. მიდის ყველა ამ თემაზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ადამიანების უფლებების დაცვა და ყველაფერს გაიგებთ. პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერ-მინისტრმაც. განცხადებები “ტვიტერზე” გამოაქვეყნა როგორც პრემიერმინისტრმა, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ, თუ დავაცდით, რომ იმუშაონ, იმიტომ, რომ ძალიან ფრთხილი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები