იაგო ხვიჩია: მგონი, ცუდ დროს დაემთხვა სააკაშვილის შიმშილობა

“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.

“მგონი, ცუდ დროს დაემთხვა სააკაშვილის შიმშილობა და პირველი კვირა მაინც გადაფარული იქნება რუსეთ-უკრაინის ამბით. მერე ვნახოთ, რა იქნება. ზოგადად, შიმშილობის აქტი ტარდება იმისთვის, რომ ამან ადამიანთა ყურადღება მიიქციოს. როდესაც ყურადღების მისაქცევ გზაზე კონკურენტად პუტინის საათ-ნახევრიანი გამოსვლა და აქედან გამომდინარე მოვლენები გაქვს, მარტივი არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები