ეროვნული სასახლის მოსწავლეთა ფოტოგამოფენა „შავ-თეთრი“ გაიმართა

21 თებერვალს, ეროვნული სასახლის ,,ინტერკლუბში” გაიმართა გურამ თიკანაძის სახელობის აუდიო-ვიზუალური მიმართულების ფოტოსტუდიის აღსაზრდელთა ნამუშევრების ფოტოგამოფენა „შავ-თეთრი“, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოტო–გამოფენაზე, რომელზეც მრავალფეროვანი თემატიკის 25 ნამუშევარი იყო წარმოდგინილი, მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნებისა და არჩევანის გამოხატულება, საკუთარი თავისუფალი უნარების თავისებური გააზრება, თვითრეალიზების არასტანდარტულობა და ახლის შეცნობის სურვილი იყო ასახული, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები