ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ პირობებში გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა ამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

“უმორჩილესი თხოვნა მექნება მოსახლეობისადმი, დაიცვან რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ „ომიკრონის“ პირობებში გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად ვიყოთ და თანაცხოვრება ვისწავლოთ ამ ვირუსთან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ მაღალი იქნება ვაქცინაციის მაჩვენებელი, ახალი, უფრო აგრესიული შტამის გაჩენა მოსალოდნელი არ უნდა იყოს.

“მინდა, ინგლისის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონს გუშინდელი ციტატა მოვიყვანო: „ინგლისმა შეამსუბუქა მკაფიო მესიჯით, რომ ეს არ არის ვირუსზე ჯერ გამარჯვება, პანდემია არ დასრულებულა, არამედ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ამ ვირუსთან და მოახდინოს ადაპტაცია“. ანუ ჩვენი ცხოვრება და პირობები უნდა იყოს ადაპტირებული ვირუსის და ამ შემთხვევაში „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან. სამეცნიერო წრეებში დიდი იმედია, რომ თუ მაღალი იქნება ვაქცინაციის მაჩვენებელი, ახალი, უფრო აგრესიული შტამის გაჩენა, არ უნდა იყოს მოსალოდნელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები