კარლ ჰარცელი: ყურადღებით ვადევნებთ თვალს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მისი, როგორც პატიმრის უფლებებსა და მის უფლებას სამართლიან სასამართლო პროცესთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით მათი მხრიდან დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება.

„შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შესახებ განცხადება გააკეთა. ამ ეტაპზე რის თქმაც შემიძლია, ეს არის ევროკავშირის მოსაზრების გამეორება: ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მისი, როგორც პატიმრის უფლებებსა და მის უფლებას სამართლიან სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და ამას ჩვენ მომავალშიც ისე გავაგრძელებთ, როგორც პირველივე დღიდან ვახორციელებთ”, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები