პირველი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება.
“1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები – ე.წ. კოვიდ-სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ, არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება”, – განაცხადა ღიბრაძემ.
მისივე ინფორმაციით, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების, ასევე, დეზობარიერების ქონის ვალდებულება.