უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, საარტილერიო იერიშის შედეგად, 21 თებერვალს კიდევ ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა – უფროსი ლეიტენანტი, იგორ დემიდჩუკი და შტაბის სერჟანტი, ოლექსანდრ შტელმახი.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას 95-ე ცალკეული სადესანტო ბრიგადის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ 21 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:10 საათზე უკრაინელმა სამხედროებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს. ჯარისკაცები ზაიცევოს რაიონში დაიღუპნენ.
დაჭრილია 12 სამხედრო, ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან.
ამასთანავე, როგორც გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს, 22 თებერვლის დილის 07:00 საათისთვის, დაფიქსირებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 84 შემთხვევა, რომელთაგან 64 იყო “მინსკის შეთანხმებებით” აკრძალული იარაღიდან.
2022 წლის თებერვალში, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში (დაღუპვის დეტალების ბმული, ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ჯამურად, რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელ ომში, უკვე 5 უკრაინელი სამხედროა დაღუპული:
სერგეი ივაშჩენკო (26 წლის) – გარდაიცვალა 16 თებერვალს;
დენის კონონენკო (34 წლის) – გარდაიცვალა 19 თებერვალს;
ანტონ სიდოროვი (35 წლის) – გარდაიცვალა 19 თებერვალს;
იგორ დემიდჩუკი – გარდაიცვალა 21 თებერვალს;
ალექსანდრე სტელმახი – გარდაიცვალა 21 თებერვალს.