ავსტრალიამ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

პანდემიის გავრცელებიდან ორი წლის შემდეგ, ავსტრალიამ ტურისტებს საზღვრები გაუხსნა.

ქვეყანაში მოხვედრა დაშვებულია ვიზის მქონე პირებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი.

სიდნეისა და მელბურნის საერთაშორისო აეროპორტებში, შეზღუდვის მოხსნიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნიდან 56 რეისს ელოდებიან, რაც პანდემიამდე არსებულ რაოდენობაზე ნაკლებია.

ამასთანავე, როგორც პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა,  “ეჭვი არ ეპარება იმაში”, რომ მოგზაურთა რაოდენობა დროთა განმავლობაში კვლავ გაიზრდება.

მისი თქმით, მსოფლიოში 1,2 მილიონზე მეტი ადამიანია ავსტრალიის მოქმედი ვიზებით, რომლებსაც ახლა შეუძლიათ ამ ქვეყნის მონახულება.

ავსტრალიაში საზღვრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის მარტში იქნა მიღებული.

2021 წელს გარკვეული შესუსტებები მოხდა, კერძოდ, უცხოელი სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სამუშაო ვიზებით შევიდნენ.

ავსტრალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანახმად, ყოველთვიურად მკაცრი მოგზაურობის შეზღუდვები ბიზნესს დაახლოებით 3,6 მილიარდი დოლარი (2,2 მილიარდი ევრო) უჯდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები